დიეგო მარადონას ოპერაცია

დიეგო მარადონას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

0 კომენტარი

ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა გუშინ ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად მექსიკური "დორადოსის" მთავარი მწვრთნელია, კუჭიდან სისხლდენა ჰქონდა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

58 წლის მარადონა ამ დროისთვის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. არგენტინელის ქალიშვილის განცხადებით, დიეგო თავს კარგად გრძნობს. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო "დორადოსში" არ გამოჩენილა, თუმცა 4 იანვარს მარადონას აგენტმა განაცხადა, რომ არგენტინელი სპეციალისტი კლუბში დაბრუნდება და სეზონის ბოლომდე იმუშავებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები