მთვარის მეორე მხარე

ჩინური ყველგანმავალი მთვარის შორეულ მხარეს იკვლევს

ყველგანმავალი Chang'e-4 დასაშვებ მოდულს მოშორდა

ჩინური კოსმოსური ხომალდის Chang'e-4-ს ყველგანმავალი Yutu 2 ხუთშაბათს მთვარის მეორე მხარეზე დაეშვა. ის აღჭურვილია მგრძნობიარე ინსტრუმენებით, რომლებიც მთვარის აქამდე გამოუკვლეველი რეგიონის გეოლოგიურ თავისებურებებს შეისწავლის. ხომალდს და ყველგანმავალს სახელები ჩინური ფოლკლორის პერსონაჟების, მთვარის ქალღმერთის Yutu-ს და მისი შინაური თეთრი ბოცვერის Chand'e-ს პატივსაცემად დაერქვათ.

Chang'e-4-ის ზონდის მიზანია გამოიკვლიოს ფონ კარმანის კრატერი, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე აიტკენის ქვაბულში მდებარეობს. აიტკენის ქვაბული მთვარის ადრეული ისტორიის განმავლობაში დარტყმისგან ჩამოყალიბდა. ამ უზარმაზარი სტრუქტურის დიამეტრი 25000 კილომეტრია, სიღრმე კი 13 კილომეტრი. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმითი კრატერია ჩვენს მზის სისტემაში. კრატერის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი მოვლენა იმდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ მან მთვარის ქერქის გარდა მის მანტიამდეც ჩააღწია. მეცნიერთა გუნდი მთვარის მანტიის ქვების გამოკვლევას და ქვაბულის ზედაპირის შრის შემადგენლობის შესწავლას გეგმავს, რომელიც ახალჩამოყალიბებულ კრატერში გამლღვალი ქვებისგან ჩამოყალიბდა. მისიის კიდევ ერთი მიზანია შორეული მხარის ზედაპირის დამტვრეული ქვების და მტვრის შესწავლაა, რამაც შესაძლოა მთვარის ფორმირების ისტორიას მოფინოს ნათელი. 

Chang'e 4-ს დასაშვები აპარატში მოთავსებულია პანორამული კამერა, მინერალების ამომცნობი სპექტრომეტრი, რადარი და ხელსაწყო, რომელიც შეისწავლის მზის ქარების ურთიერთქმედებას მთვარის ზედაპირთან. ის ასევე შეიცავს სპექტრომეტრს, რომელიც დაბალი სიხშირის რადიოასტრონომიულ დაკვირვებებისთვისაა განკუთვნილი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მთვარის მეორე მხარე საუცხოო ადგილია რადიოასტრონომიული კვლევებისთვის, რადგან ის დაცულია დედამიწიდან წამოსული რადიო ხმაურისგან. აპარატში ასევე მოთავსებულია დედამიწიდან წაღებულ ოთხი ცოცხალი სახეობა - ბამბა, კარტოფილი, რაფსი, ხილის ბუზი, სოკო და მცენარე არაბიდოპსი. 

მისია ჩინეთის მთვარის გამოკვლევის პროგრამის ერთ-ერთი ეტაპია. პირველი და მეორე მისიებმა ორბიტიდან მონაცემები შეაგროვეს, მაშინ როცა მესამე და მეოთხე ზედაპირზე მუშაობისთვის შეიქმნა. ჩინეთს ასევე დაგეგმილი დედამიწაზე ნიმუშების დაბრუნების მისიები Chang'e 5 და 6 , რომლებიც მთვარის ქვებს და მიწას დედამიწის ლაბორატორიებში ჩამოიტანს. 

მთვარის შორეულ მხარეს ხშირად "ბნელ მხარედ" მოიხსენიებენ. "ბნელი" ამ შემთხვევაში აღნიშნავს ჩვენთვის უხილავს და არა განათების ნაკლებლობას. მთვარეს ორივე მხარეს აქვს დღე და ღამე. ამიტომ დაბნეულობისგან თავის ასარიდებლად მეცნიერები არ იყენებენ ტერმინ "ბნელ მხარეს". მთვარეს, დედამიწის გარშემო ორბიტის შესასრულებლად 28 დღე სჭირდება, ისევე როგორც საკუთარი ღერძის გარშემო ერთი ბრუნის გასაკეთებლად, შედეგად ჩვენი თანამგზავრი დედამიწის მიმართ ყოველთვის ერთი მხრითაა შემობრუნებული. 

ჩინეთს კოსმოსის გამოკვლევაში ლიდერობა სურს. შემდეგ წელს ის ახალი კოსმოსური სადგურის აშენებას იწყებს და იმედი აქვს, რომ ის 2022 წლისთვის უკვე ფუნქციური იქნება. ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა მილიარდებით დოლარის ინვესტიცია ჩადო კოსმოსური პროგრამების გაფართოებაში მაშინ, როცა ჩინური სახელმწიფო მედია მოსახლეობას ეუბნება, რომ "კოსმოსური ოცნება" ეროვნული გამოცოცხლებისკენ მიმავალი გზაა.

კომენტარები