გიორგი ჭიღვარია

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერს 21 წლის წინ გარდაცვლილ მომღერალთან შეხვედრა სურდა

ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ 1997 წელს გარდაცვლილი საოპერო მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე შეხევედრაზე დაიბარა - ამის შესახებ ინფორმაციას "KutaisiToday" ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, მათ ფაქტი, რომ გიორგი ჭიღვარიას გარდაცვლილი საოპერო მომღერალი ცოცხალი ეგონა, ზურაბ ანჯაფარიძეს მეუღლემ დაადასტურა.

ქუთაისის მერის თქმით, ის ანჯაფარიძის მეუღლეს მუზეუმის გახსნის თაობაზე ესაუბრა.

ასევე გიორგი ჭიღვარიას თქმით, იმის თქმა, რომ მან არ იცოდა გარდაცვლილი იყო თუ არა საოპერო მომღერალი მიზანმიმართული პროვოკაციაა.

კომენტარები