ალილო

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

ambioni.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

11:00 საათიდან, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი - რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე.

ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.

ალილოს მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მოეწყობა. მისი ორგანიზებისთვის მერია საპატრიარქოს ავტობუსებს გამოუყოფს.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაში ცვლილებები არ იგეგმება.

კომენტარები