გამყრელიძე: ლაბორატორიულად H1N1-ის 158 შემთხვევა დადასტურდა

news.ge

H1N1-ის 162 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული. ეს დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა.

"ჩვენი კვლევებით, დაახლოებით, 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქვეყანაში, სადაც 158, ანუ უმეტესობა გახლავთ H1N1.

დანარჩენი 4 - H3N2, ასევე გამოჩნდა, გვაქვს ერთი ბ ტიპის ვირუსი, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს.

გასული კვირის მონაცემებით, ჩვენ ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ ერთი კვირით მონაცემზე შემცირებულია 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციით. ისიც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41%-დან 33%-მდე, მაგრამ 33%-იც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება და მოგეხსენებათ, მოიმატა ასევე ბოლო კვირაში გარკვეულად სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობამ, ამიტომ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ, რომ ამუშავდა უკვე დღევანდელიდან ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლი, რომელიც წარმატებით იქნა წინა სეზონების დროს გამოყენებული", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ბოლო რამდენიმე კვირა საქართველოში H1N1-ის ვირუსის შემთხვევებმა იმატა. გრიპით 8 ადამიანი გარდაიცვალა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის რამდენიმე დღის წინანდელი განმარტებით, გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ეპიდემიის ზღვარი 100 000 მოსახლეზე 450-ია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ​გრიპის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, ჯანდაცვის რომელი დაწესებულება იმუშავებს დღეს, 7 იანვარს, რათა პაციენტებმა გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე გაიარონ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან. 

  • შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუასქ. N 18.
  • შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელისქ. N19.
  • შპს "საოჯახომედიცინისეროვნულისასწავლოცენტრი" მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.
  • შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელისქ. N 18.
  • შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის:  მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ.  

ეს იმ დაწესებულებების ჩამონათვალია, რომელიც ხვალიდან 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწედებს ბენეფიციარებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

კომენტარები