უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

აშშ-ის სახ. დეპ-ი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა:

"6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება უკრაინის მიერ საკუთარი მომავლის შექმნის პროცესში ისტორიული მომენტია. აშშ ადასტურებს დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინისადმი მხადაჭერას.

აშშ კვლავ მხარს უჭერს რელიგიურ თავისუფლებას, მათ შორის რელიგიური ჯგუფების წევრების უფლებას განკარგონ საკუთარი რელიგია მათი რწმენის მიხედვით გარედან ჩარევის გარეშე. მივესალმებით მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისათვის ღიაა და მოვუწოდებთ მთავრობას და ეკლესიას ხელი შეუწყონ ტოლერატულობის და ყველა რელიგიის წარმომადგენლის რწმენის თავისუფლების პატივისცემას." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა.

კომენტარები