მკვლელობა პუერტო რიკოში

24 წლის გეი რეპერს პუერტო რიკოში 8-ჯერ ესროლეს, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

24 წლის რეპერი და LGBT თემი ადვოკატი კევინ ფრეტი, პუერტო რიკოში სასიკვდილოდ დაჭრეს.  

ლათინური მუსიკის პირველი საჯაროდ ცნობილი გეი შემსრულებელი დედაქალაქ სან-ხუანში სამშაბათს მოკლეს. 

ფრეტი სანურუს უბანში მოტოციკლეტს ატარებდა, როდესაც ადგილობრივი დროით 5:30 საათზე ბარძაყსა და თავში 8-ჯერ ესროლეს.

ის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიცია ამბობს, რომ ეს მკვლელობა პუერტო რიკოსთვის 2019 წელს 22-ეა.

"სიტყვები ვერ აღწერს ჩვენს გრძნობებს და ტკივილს იმის ცოდნა გვაყენებს, რომ ადამიანი, რომელსაც ბევრი ოცნება ჰქონდა უნდა წავიდეს," - ამბობს მომღერლის მენეჯერი, ედუარდო როდრიგეზი.

პოლიცია ეძებს სხვა მოტოციკლეტიან კაცს, რომელმაც მომღერალი დაჭრილი იპოვა, თუმცა დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. 

გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ თვალსაჩინო მოტივი არ არსებობს.

ფრეტის სადებიუტო ვიდეო Soy Asi-ის იუთუბზე ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

"მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც არ ადარდებს თუ ვინმე რამეს იტყვის", - უთხრა მომღერალმა ონლაინ ჟურნალს წინა წელს.

კევინ ამბობდა, რომ თავს მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ესხმოდნენ და მეტალის ბოლიც კი ესროლეს. ის კონკურენტებისგან ჰომოფობიურ სიმღერის ტექსტებს მყარად პასუხობდა. ზოგი ფიქრობს, რომ მკვლელობის მიზეზი ხალხის სიძულვილი იყო.

კომენტარები