სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენცია

ზურაბიშვილი: პრეზიდენტის ხელფასზე უარს ვამბობ, მას ფონდში გადავრიცხავ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რანგში დღეს პირველი პრესკონფერენცია აქვს. 

სანამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს, მან თქვა, რომ უარს ამბობს, აიღოს პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო და მას ფონდში გადარიცხავს, ვინაიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა, რიგი ინიციატივების დაფინანსება კი აუცილებელია. 

"ვინაიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე გაუქმდა, მე გადავწყვიტე, მოვნახო ფორმები ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის. მე მგონი, ეს აუცილებელია. პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების - ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ იურიდიულ ფორმაზე, რომ კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი ჩემი ეგიდით და საზოგადოების წარმომადგენლების დახმარებით. სადაც პირველ რიგში მე და იმედი მაქვს, სხვებიც მომყვებიან, გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. რამეთუ მე ვიღებ საფრანგეთიდან ჩემს დაგროვილ პენსიას, რაც მეყოფა სრულებით. ასე რომ, შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც ერთად გადავწყვეტთ, რომ არის მნიშვნელოვანი ქველმოქმედების ან რამე ინიციატივების მხრივ. ეს იქნება სრულიად გამჭვირვალე, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, რა არის მნიშვნელოვანი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები