კრიმინალი

თბილისში Hard Rock Cafe გაქურდეს

TripAdvisor

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე Hard Rock Cafe გაქურდეს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. წაღებულია ფული, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

პირველადი ინფორმაციით, ბრალდებულები სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. პოლიციას ისინი ჯერ არ დაუკავებია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები