ჩხუბი სამართალდამცველებს შორის

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ვანში დაპირისპირება პოლიციელებსა და პროკურორებს შორის მოხდა

0 კომენტარი
მთავარი პროკურატურა ფოტო: პროკურატურა

საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ვანში, 11 იანვარს ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირება შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მოხდა.

უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში, 11 იანვარს სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება", - უთხრეს ტაბულას პროკურატურაში.

გამოძიება დაწყებულია შსს-ს გენინსპექციაშიც. უწყებაში ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

"11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნავენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები