huawei

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით Huawei-ს გაყიდვების დირექტორი დააკავეს

Reuters

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე, ქვეყანაში ჩინური ტელეკომუნიკაციების ფირმის, Huawei-ს გაყიდვების დირექტორი დააკავეს.

პოლონეთის კონტრდაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით მასთან ერთად დაკავებულია პოლონეთის ერთი მოქალაქე. მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ორივე დაკავებული ბრალდ უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს.

აშშ Huawei-ს წინააღმდეგ გამოძიებას ირანისა და ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო აწარმოებს.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა დიდი ბრიტანეთის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

კომენტარები