ანჯელინა ჯოლი

ტაბლოიდები: ანჯელინა ჯოლი დევიდ და ვიქტორია ბექჰემების დაშორებას ცდილობს

უკვე 20 წელია დევიდ და ვიქტორია ბექჰემები სიყვარულის, ერთგულების და იდეალური ოჯახის სიმბოლოა. თუმცა, როგორც ტაბლოიდები ბოლო ხანებში წერენ, ამ იდილიას საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე არც მეტი და არც ნაკლები ანჯელინა ჯოლია. 

ტაბლოიდები წერენ რომ 43 წლის მსახიობი ბექჰემს ლონდონში, მადლიერების დღეს შეხვდა. თუმცა, სად და რა ვითარებაში უცნობია. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრის დროს მოიხიბლა ჯოლი ფეხბურთელით და მას შემდეგ წერს და საქველმოქმედო, ერთობლივ პროექტზე დათანხმებას ცდილობს. 

თუმცა, მედიის ინფორმაციით, ეს მხოლოდ საბაბია და ანჯელინა ცდილობს, დევიდი ვიქტორიას დააშოროს

ასევე, ტაბლოიდები წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ბექჰემების ოჯახი განქორწინების ზღვარზეა. მათი თქმით, წყვილს ერთმანეთი აღარ უყვართ და უკვე ცალცალკე წვანან კიდეც. მათი ყოფნის ერთადერთი მიზეზი კი შვილებია. 

მედია წერს, რომ ანჯელინამ შესანიშნავი დრო აირჩია ბექჰემთან დასაახლოვებლად და ყველამ კარგად იცის, რომ თუ ჯოლის რამე ან ვინმე უნდა ის იღებს.


ფოტო: gossipcop.com

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსახიობი ლონდონში ცხოვრებასაც გეგმავს, სანამ ახალ ფილმზე მუშაობს და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მედია წერს, რომ ვიქტორია ცდილობს ქმარი დაარწმუნოს, ანჯელინასგან თავი შორს დაიჭიროს. თუმცა, დევიდი მას არ უსმენს. 

გამოცემა Gossip Cop დევიდ ბექჰემის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ჭორები კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ წყვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ანჯელინასთან ფეხბურთელის მიმოწერაც უარყო. 

მას შემდეგ რაც ანჯელინა ჯოლი ბრეტ პიტს დაშორდა და მეურვეობის საკითხებიც მოაგვარა მის სახელს არაერთ მსახიობს უკავშირებენ. ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია რომ მსახიობს კიანუ რივზთან ჰქონდა რომანი. ჭორები იმიტომ გავრცელდა, რომ ანჯელინამ კიანუს დედის გვერდით იყიდა სახლში და მას ხშირად სტუმრობდა. მოგვიანებით ეს ჭორები გაბათილდა, როცა კიანუ რივზი მეგობარ ქალთან ერთად გამოჩნდა. 

საბოლოოდ, დევიდ ბექჰემის გულის მოგებას, წლების განმავლობაში ბევრი ქალი უშედეგოდ ცდილობდა. თუმცა, თუ ეს ამბავი სიმართლეა, ამჯერად ეს ქალი ანჯელინა ჯოლია და მოვლენები შეიძლება სულ სხვაგვარად განვითარდეს.

კომენტარები