რასიზმი

რასიზმის ბრალდებების გამო ჯეიმს უოტსონს ყველა საპატიო წოდება ჩამოართვეს

0 კომენტარი

ნიუ-იორკის ლაბორატორიამ გაწყვიტა თავისი კავშირები ჯეიმს უოტსონთან, დნმ-ის სტრუქტურის ერთ-ერთ აღმომჩენთან და ნობელის პრემიის ლაურეატთან, რადგან სახელგანთქმულმა გენეტიკოსმა თქვა, რომ რასა კავშირშია ინტელექტთან. 

Cold Spring Harbor Laboratory-მ 90 წლის მეცნიერს, რომელიც ლაბორატორიას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ყველა ჯილდო და ტიტული ჩამოართვა.

"ლაბორატორია ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ჯეიმს უოტსონის უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო პირად მოსაზრებებს, რომლებიც ეთნიკურობას და გენეტიკას ეხება"- წერია  განცხადებაში. 

ფრენსის კრიკთან და როზალინდ ფრანკლინთან ერთად, ჯეიმს უოტსონი ერთ-ერთი მეცნიერია, რომელმაც 1953 წელს დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურა აღმოაჩინა.

2007 წელს ლაბორატორიამ ის კანცლერის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მან ჟურნალ Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პესიმისტურად უყურებდა აფრიკის პერსპექტივას. "ყველა ჩვენი სოციალური პოლიტიკა ემყარება იმ ფაქტს, რომ მათი ინტელექტი იგივეა, რაც ჩვენი, მაშინ როცა ყველა კვლევა ამბობს, რომ ეს ასე არაა."- თქვა უოთსონმა.

მან ასევე განაცხადა, რომ სურს რომ ყველა რასა თანასწორი იყოს, თუმცა "ადამიანები, რომლებიც შავკანიან დასაქმებულებთან მუშაობენ, ხედავენ რომ ეს არაა მართალი." 

მაშინ უოტსონმა ბოდიში მოიხადა, თუმცა, როგორც მის შესახებ გადაღებულ ახალ დოკუმენტური ფილმში ჩანს, მისი მოსაზრებები არ შეცვლილა. 

"მინდა, რომ ჩემი შეხედულებები შეცვლილიყო, რომ იყოს ახალი ცოდნა, რომელიც აჩვენებს, რომ აღზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბუნება. მაგრამ მსგავსი ცოდნა არ მინახავს. არსებობს განსხვავებები საშუალო IQ-ში თეთრკანიანებსა და შავკანიანებს შორის. მე ვიტყოდი, რომ ეს განსხვავება გენეტიკურია." - ამტკიცებს უოტსონი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები