ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინის ადვოკატმა სასამართლოში მის დაცვაზე უარი თქვა

0 კომენტარი
ფოტო: NBC

ამერიკელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის ადვოკატმა ბენჟამინ ბრაჰმანმა, სასამართლოში მის დაცვაზე უარი თქვა. ამის შესახებ NBC-წერს

მედიის ინფორმაციით, ადვოკატს სურს ვაიშტაინის საქმე უკან გამოითხოვოს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაინშტაინსა და ბრაჰმანს შორის უთანხმოება მოხდა, თუმცა მიზეზები უცნობია. 

პროდიუსერის საქმის განხილვა 2019 წლის მაისშია დაგეგმილი. 

შეგახსენებთ, რომ ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე მსახიობმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში.

პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები