საპროკურორო საბჭო

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

0 კომენტარი
ფოტო: pia.ge

საქართველოს საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. 

ახალი თავმჯდომარე სხდომაზე ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. დასახელებული იყო ორი კანდიდატურა. ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა. 15 წევრიდან 12-მა ხმა ნანა ხუნჯუას მისცა. ის 2 წლის ვადით აირჩიეს. 

მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსიტიციის მინისტრს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეირჩეს. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.

ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი.

15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები ასევე არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები