ავტოსაგზაო შემთხვევები

3 ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-იგოეთის მონაკვეთზე - ერთმანეთს ჯამში 25-მდე მანქანა შეეჯახა

metro.us

უამინდობისა და მოყინული გზის გამო გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სამ სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთს 25-მდე ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე დაყარეს.

კომენტარები