ისლამური სახელმწიფო

მაგნიტოგორსკში კორპუსისა და მიკროავტობუსის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

აფეთქება მაგნიტოგორსკში
AFP/BBC

ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა 31 დეკემბერს და 1 იანვარს რუსეთში, მაგნიტოგორსკში კორპუსისა და მიკროავტობუსის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Site Intelligence Group ავრცელებს, რომელიც ტერორისტების მოქმედებებს აკვირდება. 


Telegram არხი Directorate 4 ასევე ადასტურებს ამ ინფორმაციას. არხი ტერორისტების საკუთრებაში არსებულ გაზეთ Al Naba-ს ეყრდნობა. 

"თავიანთ ხანგრძლივ დუმილს ამ თემასთან დაკავშირებით, დაჯგუფება ტერაქტში მონაწილე პირების უსაფრთხოებით ხსნიან. ჯიჰადისტები აფეთქების შესახებ არანაირ დეტალს არ ასაჯაროვებენ, გარდა იმისა, რაც საყოველთაოდ არის ცნობილი. ამასთან, ისინი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებასაც ციტირებენ, სადაც წერია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს,"- წერია Directorate 4-ის შეტყობინებაში. 

31 დეკემბერს მაგნიტოგორსკის ერთერთ 10-სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. კორპუსში 48 ბინა იყო და დაახლოებით 120 ადამიანი ცხოვრობდა. ჩამოგრევის შედეგად 39 ადამიანი გარდაიცვალა. 

მეორე დღეს, 1 იანვარს კორპუსთან ახლოს აფეთქდა და დაიწვა მიკროავტობუსი, რომლის შედეგადაც დამატებით 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები