შსს

შსს-მ 2 ადამიანი საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე 2 ადამიანი საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები