წითელა

სერგეენკო: აცრა მნიშვნელოვანია, რათა წითელას ეპიდაფეთქება უდანაკარგოდ შევაჩეროთ

ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წითელას აცრასთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ. 

ვაქცინაცია ყველა ჯგუფისთვის უფასო იქნება. 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს თქვა, როდესაც პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მან თავისი განკარგულებაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა პირის დაფინანსებას წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით. 

"წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით,  ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანქტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე", - თქვა სერგეენკომ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა.  ამირან გამყრელიძის თქმით, პირველი იანვრიდან 18 იანვრამდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები