ჰოლივუდის წყვილები

The Sun: ბრედ პიტს და შარლიზ ტერონს რომანი აქვთ

mirror

ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ბრეტ პიტსა და შარლიზ ტერონს რომანი აქვთ. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. 

მსახიობები ერთმანეთს შარლიზის ყოფილმა პარტნიორმა, მსახიობმა შონ პენმა გააცნო. გამოცემის ცნობით, პიტი და ტერონი ერთმანეთს შობის მერე ხვდებიან. 

ტაბლოიდი წერს, რომ 55 წლის ბრეტ პიტისთვის ეს პირველი სერიოზული რომანია, მას შემდეგ, რაც ის ოსკაროსან მსახიობს, ანჯელინა ჯოლის დაშორდა. 

43 წლის შარლიზ ტერონი წელიწადნახევრიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა შონ პენს. მიზეზად კი პენის ფეთქებადი ხასიათი დასახელდა. 

წყვილი ერთად უკვე გამოჩნდა ფილმის "ბილ სტრიტს ლაპარაკი რომ შეეძლოს" სპეციალურ ჩვენებაზე, რომლის პროდიუსერიც არის ბრეტ პიტი. წყარო იტყობინება, რომ შარლიზი ამ ჩვენების განსაკუთრებული სტუმრების სიაში იყო. 

"ჩვენების შემდეგ ღონისძიებაზე, შარლიზი და ბრედი ერთად ისხდნენ. ტერონი არყის კოქტეილს სვამდა. პიტი კი მინერალურ წყალს. ისინი ძალიან ბუნებრივად და ბედნიერად გამოიყურებოდნენ. როგორც ჩანს, ბრედ პიტმა სმას თავი დაანება, მას შემდეგ რაც აღიარა, რომ ჯოლისთან ქორწინება მისი ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებამ დაანგრია"- ამბობს ტაბლოიდის წყარო. 

შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ. 2018 წლის დეკემბერში კი ბავშვებზე მეურვეობის პირობებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. მათ 6 შვილი ჰყავთ. 

კომენტარები