კანადა

სახლის მფლობელი ის გახდება, ვინც მასზე საუკეთესო ესეის დაწერს

MSN

კანადელი ქალი ქალაქ ალბერტაში თავისი სახლის გაყიდვას ორიგინალური გზით ცდილობს. ალა ვაგნერმა 1,7$ მილიონის ღირებულების სახლის გასაყიდად ესეების კონკურსი გამოაცხადა. 

სახლი, რომელსაც 3 საძინებელი და ამდენივე სააბაზანო აქვს, 3,853 კვადრატული მეტრის მიწასთან ერთად იყიდება, მის ირგვლივ კი ულამაზესი მთებია. ყველას, ვინც სახლით დაინტერესდება, შესასვლელად 25$-ის გადახდა მოუწევს, ასევე, უნდა დაწეროს ესეი თავიანთი თავის და იმის შესახებ, თუ რატომ იმსახურებენ გამარჯვებას სწორედ ისინი. ესეი, მაქ​სიმუმ 350 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს. 

ვაგნერი მათგან საუკეთესოებს შეარჩევს ნახევარფინალური რაუნდისთვის. შემდეგ კი 500 ფინალისტი შეირჩევა, მათი წერილები კი ჟიურის დამოუკიდებელი წევრების მიერ გადაიხედება. სწორედ ისინი გამოავლენენ გამარჯვებულს და სახლის ახალ მფლობელსაც გამოავლენენ. 

კონკურსი 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება. 

კომენტარები