კრიმინალი

თბილისში 4 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

flickr

თბილისში, ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მედიის ნაწილი მეზობელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ და რამდენჯერმე პოლიციაც იყო გამოძახებული, თუმცა ოფიციალური უწყებები ამაზე არ საუბრობენ. ინტერპრესნიუსი ესაუბრა ბავშვის ბებიას, რომელიც ძალადობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ის გაციების შედეგად გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები