დიდი ბრიტანეთი

მკვლელობაში ბრალდებული ბრიტანეთის მოქალაქე პოლიციას თბილისში ჩაბარდა

0 კომენტარი
ფოტო: AP/Rustavi2

დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე პოლიციას თბილისში ჩაბარდა. 1987 წელს დაბადებული ჯეკ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად მივიდა.

შსს-ს ცნობით, მასზე საერთაშორისო ძებნა 2019 წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა.

შსს-ის ინფორმაციით, 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა

"ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები," - აცხადებენ შსს-ში.

შეფერდის დაკავების შესახებ ბრიტანული მედიაც წერს. გარდიანის ცნობით, შეფარდი და 24 წლის შარლოტ ბრაუნი გაცნობის ვებსაიტ OKCupid-ის საშუალებით შეხვდნენ და პირველ პაემანზე ნავით შეჯახება მოუვიდათ, 2015 წლის 8 დეკემბერს. მათ ჯერ ისადილეს და გვიან ღამით შეფარდის ინიციატივით, მისი ნავით სასეირნოდ წავიდნენ. შეჯახების შემდეგ ორივე წყალში ჩაცვივდა, ბრაუნი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო შეფარდის გადარჩენა მოხერხდა. 

სასამართლოში გაირკვა, რომ ნავი მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო და მასზე არც სამაშველო ჟილეტები იყო. პროკურორის თქმით ამ მდგომარეობაში ნავით წყალში გასვლა იმ ღამით "სრული სიგიჟე" იყო.

შეფარდის ჩაბარების კადრები რუსთავი 2-მა გაავრცელა. მანამდე კი არხს ინტერვიუ მისცა, რომელშიც დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები