უვიზო მიმოსვლა

ქვეყნები, რომლებსაც 2018 წელს არც ერთი უარი არ უთქვამთ ქართველებისთვის "შენგენში" შესვლაზე

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი კვიპროსმა და იტალიამ უთხრეს. გასულ წელს კვიპროსის მიმართულებით საქართველოს 11 001 მოქალაქე გაემგზავრა, აქედან 316 ქვეყანაში არ შეუშვეს. რაც შეეხება იტალიას, საქართველოს 55 047 მოქალაქიდან, ქვეყანაში შესვლაზე უარი 341-ს უთხრეს.

ლუქსემბურგი და სლოვაკეთია ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არც ერთი უარი არ უთქვამს. 2018 წლის განმავლობაში ლუქსემბურგში საქართველოს 338 მოქალაქე გაემგზავრა, ხოლო სლოვაკეთში - 529.

გასულ წელს, ხორვატიამ, ბულგარეთმა და ნორვეგიამ საქართველოს 1-1 მოქალაქე არ შეუშვეს ქვეყანაში, ხოლო მალტამ და პორტუგალიამ - 2-2.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები