დავით ერაძე

NGO-ები: უნდა დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება ერაძის სახლისთვის სროლა საქმიანობას

0 კომენტარი
ფოტო: კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა დავით ერაძის სახლისთვის სროლა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს სწრაფად, ჯეროვნად და სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება.

  • განცხადებას ხელს კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები აწერენ: 
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
  • რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ჟურნალისტის - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს დღეს, 25 იანვარს ესროლეს. არხი ამის მიზეზად იმ მასალას ასახელებს, რომელიც ერაძემ მოიპოვა და რომელიც სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. ვიდეოში ჩანს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სახეში ჯერ ჯაჭვს ურტყამს, შემდეგ კი მუშტით სცემს. 

კადრების გავრცელების შემდეგ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. გეგეშიძე დააკავეს, თუმცა, სასამართლომ ის 5-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. 

დავით ერაძის სახლისთვის სროლის ფაქტზე კი შსს-მ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები