ავსტრალიის ღია პირველობა 2019

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

0 კომენტარი

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩი დასრულდა, სადაც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი სამ სეტში 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა. 

სერბი ჩოგბურთელი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა. შესაბამისად, მატჩი მისი ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა. 

ჯოკოვიჩმა ხუთი ბრეიქი შეასრულა, ნადალს კი, მეტოქის მოწოდებული გეიმი არცერთხელ მოუგია.

ეს ამ ჩოგბურთელების 53-ე დაპირისპირება იყო, ბალანსი კი ჯოკოვიჩის სასარგებლოდაა - 28:25.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეშვიდედ მოიგო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები