უზენაესი სასამართლო

მოსამართლეები პარლამენტთან სკვერში ვანო ზარდიაშვილს ხვდებიან

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის ძველ შენობასთან სკვერში მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ხვდება. 

ტაბულას წყაროს მიერ გადაღებულ ფოტოზე ზარდიაშვილთან ერთად სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან. 

კომენტარები