NDI-ის კვლევა

NDI: მათგან, ვისაც წინასაარჩევნოდ დაუკავშირდნენ, 93% ამბობს, რომ ეს ზურაბიშვილის შტაბიდან მოხდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დაუკავშირდნენ თუ არა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ან მეორე ტურის წინ პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წარმომადგენლები, 55% პასუხობს, რომ მათ საერთოდ არ დაკავშირებიან, ხოლო 2%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

მათგან, ვინც ამ შეკითხვას დადებითად პასუხობს, 93% ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მას ქართული ოცნების ან სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან დაუკავშირდნენ. 

46%-ის თქმით, მათ გრიგოლ ვაშაძის (ენმ) და/ან გაერთიანებული ოპოზიციიდან დაუკავშირდნენ. მხოლოდ 5% პასუხობს დავით ბაქრაძის შტაბის წარმომადგენლებს (ევროპული საქართველო). 1% სხვა კანდიდატებს ასახელებს, კიდევ 1% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს, ხოლო 5%-ს პასუხი არ აქვს. 

ამასთან, მათგან, ვინც პირველ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა, 28% ამბობს, რომ მას დაურეკეს ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს; 11% ამბობს, რომ მივიდნენ მასთან სახლში; 9% ამბობს, რომ პირადად გადასცეს ან სახლთან დაუტოვეს ბუკლეტი; 4% ამბობს, რომ მივიდნენ მასთან სამეზობლოში/ უბანში/ ეზოში; 2%-ის თქმით კი, საჯარო შეხვედრის საშუალებით გაესაუბრნენ. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2 205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

კომენტარები