აშშ

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი: მოწინააღმდეგეები 2020 წლის არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

0 კომენტარი
დენ კოუტსი ფოტო: Getty Images

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა, დენ კოუტსმა სენატის წინაშე მოხსენებისას თქვა, რომ აშშ-სათვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჯაშუშობის და კიბერთავდასხმების კუთხით რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ. მისივე თქმით კრემლი და ოფიციალური პეკინი ახლა უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე გასულ ათწლეულების მანძილზე.

კოუტსს მიაჩნია, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეები 2020 წლის არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან.

"ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა სულ უფრო ხშირად იყენებენ კიბეროპერაციებს ინფორმაციის მოსაპარად, ჩვენს მოქალაქეებზე გავლენის მოსახდენად და ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად." თქვა მან.

მის ანგარიშის მიხედვით ჩრდილოეთ კორეა იარაღის შენარჩუნებას ცდილობს და ბირთვული იარაღის ბოლომდე დათმობას არ აპირებს. კოუტსის თქმით ამაზე ის ფაქტი მიანისნებს, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული აქტივობა დენუკლეარიზაციის შეთანხმებას არ თანხვდება.

მისივე თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო კვლავ წარმოადგენს საფრთხეს, ერაყსა და სირიაში ათასობით მებრძოლი ჰყავს და მოსალოდნელია, რომ კვლავ დაგეგმავს ტერორისტულ თავდასხმებს.

რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე ამასთან დაკავშირებით დაწერა:

"როდესაც პრეზიდენტი გავხდი ე.წ. ისლამური სახელმწიფო სირიაში უკონტროლო იყო. ამის შემდეგ უდიდესი პროგრესი გვაქვს, განსაკუთრებით უკანასკნელი 5 კვირის მანძილზე. ხალიფატი მალე განადგურდება, რაც 2 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. 18 წლიანი ბრძოლის შემდეგ ავღანეთში მოლაპარაკებები გრძელდება. ბრძოლაც გრძელდება, მაგრამ ავღანელ ხალხს მშვიდობა უნდა და არა ეს დაუსრულებელი ომი. მალე ვნახავთ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მოლაპარაკებები. ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ყოფილა. არანაირი გამოცდები, ნეშტები დააბრუნეს, დააბრუნეს მძევლებიც. დენუკლეარიზაციის კარგი შანსია. დრო გვაჩვენებს რა მოხდება ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში, მაგრამ წინა ადმინისტრაციის მუშაობის ბოლოს ურთიერთობა საშინელი იყო და ძალიან ცუდი რამ შეიძლება მოჰყოლოდა. ახლა სრულიად განსხვავებული ამბავია. ველი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას. პროგრესი გვაქვს - დიდი ცვლილებაა!"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები