მკვლელობის მცდელობა

ქალმა შეყვარებულის მოკვლა სამურაის ხმლით სცადა, რადგან მის მობილურში TINDER აღმოაჩინა

0 კომენტარი

ვაშინგტონში, ქალმა შეყვარებულის სამურაის ხმლით მოკვლა სცადა, რადგან მის მობილურ ტელეფონში გასაცნობი აპლიკაცია ტინდერი აღმოაჩინა.

31 წლის ემილი ხავიერი სასამართლოს წინაშე წარსდგება განზრახ მკვლელობის ბრალდების გამო. მისი თქმით, მან თავის შეყვარებულზე ალექს ლოველზე თავდასხმა მას შემდეგ განიზრახა, რაც მის მობილურ ტელეფონში სხვადასხვა გასაცნობი აპლიკაცები, მათ შორის კი ტინდერი აღმოაჩინა.

"მე მინდოდა რომ ის ღალატისთვის მომეკლა, ეს იყო ჩემი მიზანი", - თქვა ემილი ხავიერმა.

ქალმა სამურაის ხმალი სპეციალურად თავდასხმისთვის შეიძინა - ის რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდა, როგორ უნდა დასხმოდა თავს შეყვარებულს. ერთ-ერთ დღეს სამურაის ხმალი და ორი პატარა დანა საწოლის ქვევით დამალა, დაელოდა როდის დაიძინებდა მისი შეყვარებული და მას თავს დაესხა.

თავდასხმის შემდეგ სასწრაფოს ქალმა დაურეკა, რადგან ეგონა რომ შეყვარებული კვდებოდა.

"მე ვუთხარი მას რომ მიყვარდა, მაგრამ ის მაინც ჩემს მოკვლას აპირებდა. მას აუცილებლად უნდა დაერეკა პოლიციასა და სასწრაფოში, თორემ მოვკვდებოდი", - თქვა ალექს ლოველმა.

ალექს ლოველმა თავდასხმის შედეგად მარჯვენა ფეხის ორი თითი დაკარგა და ასევე დაუზიანდა ბარძაყისა და მუხლის მიდამოები, რის გამოც მას სიარული 6 თვით აეკრძალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები