ყაჩაღობა

შსს: ყაჩაღობის ბრალდებით რუსთავში 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.მ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველს დანის მუქარით 300 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს"- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები