ინციდენტი იტალიის სერია ა-ში

ედინ ჯეკომ მსაჯს შეაფურთხა, რისთვისაც ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება (ვიდეო)

ფიორენტინასა და რომას მატჩში (7:1), სტუმართა ფორვარდმა ედინ ჯეკომ მსაჯს შეაფურთხა, რის გამოც, დიდი შანსია, ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ამის შესახებ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

72-ე წუთზე, ერთ-ერთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ბოსნიელმა არბიტრ ჯანლუკა მანიანიელოს სახეში შეაფურთხა. მსაჯმა მას მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა. თუკი მანიანელო ამ ინციდენტს მატჩისშემდგომ ოქმში შეიტანს, თავდამსხმელი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

აღსანიშნავია ის, რომ უსიამოვნო ეპიზოდი იტალიის თასზე მოხდა, რაც დამოუკიდებელი ტურნირია. დისკვალიფიკაციის მიღების შემთხვევაში, ჯეკო სერია ა-ს მატჩებში მონაწილეობას მაინც შეძლებს.

კომენტარები