ბუნებრივი აირი

პეკინზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა

0 კომენტარი

საბურთალოზე, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

"აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე, სავარაუდოდ სამზარეულოში მოხდა, ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო ბრიგადა, ხანძარი ლიკვიდირებულია", - უთხრა ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები