ინდოეთის ჩრდილოეთით, პუნჯაბის პროვინციის ერთ-ერთ სოფელს თავს ლეოპარდი დაესხა. მოსახლეობამ თავი სახლების სახურავებს შეაფარა.
დაშავდა 5 ადამიანი. პოლიციამ ცხოველს სამი ტრანკვილიზატორი ესროლა. ის უახლოეს ზოოპარკში წაიყვანეს.
ურბანიზაციის დონის ზრდის და ტყის გაჩეხვის გამო გარეული ცხოველები, მათ შორის ლეოპარტები დასახლებულ ადგილებთან ახლოს ხშირად ჩნდებიან. 2011 წელს მთავრობამ სპეციალური სახელმძღვანელოებიც გამოსცა, რომელშიც მოსახლეობას აფრთხილებენ ლეოპარდის თავდასხმების გახშირების შესახებ, თუმცა ინციდენტების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
2016 წლის მონაცემებით ინდოეთში 12,000-დან 14,000-მდე ლეოპარდი ბინადრობს.