ბიონსე და Jay-Z

თუ ვეგანი გახდებით, გაქვთ შანსი რომ ბიონსესა და ჯეიზის კონცერტის ბილეთი მოიგოთ

theguardian.com

ბიონსე და ჯეიზი თავიანთ გულშემატკივრებს საშუალებას აძლევენ, რომ მათი კონცერტის ერთი ბილეთი მოიგონ, ოღონდ სანაცვლოდ ვეგანები უნდა გახდნენ.

ხუთშაბათს ბიონსემ ინსტაგრამზე დაპოსტა, რომ მის ფანებს რამდენიმე ვეგანური კერძი მოემზადებინათ, რათა მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, სადაც გამარჯვებულს ბიონსესა და ჯეიზის კონცერტის ბილეთი ერგება.

გარდა კერძების მომზადებისა, ბილეთის მოგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ სპეციალურად შექმნილ 22-დღიან ვეგანურ დიეტას დაიცავთ.

Greenprint არის ინიციატივა, რომელიც მოიცავს 22-დღიან ვეგანურ კვების რაციონს. Greenprint-ის მთავარი იდეა შემდეგია - ხორცის გარეშე კვება დაგვეხმარება კლიმატის ცვლილების პრობლემის დამარცხებაში და ასევე დაეხმარება მთელ მსოფლიოს უკეთესად ყოფნაში.

22 დღიანი ვეგანური კვების რაციონი ფიზიოლოგი მარკო ბორხესის შექმნილია, რომელიც თვლის რომ 21 დღე ვეგანურად კვების შემდეგ, ადამიანს ასეთი ქცევა უკვე მუდმივად უყალიბდება და შეუძლია მეთლი ცხოვრება ამ წესით იცხოვროს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება 22 აპრილამდე, მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს შეუძლიათ.

კომენტარები