ინფლაცია

საქსტატი: იანვარში თვიური ინფლაცია 1,3%, ხოლო წლიური - 2,2% იყო

საქსტატი

2019 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,2 პროცენტიანი
მატება, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15,8%), ხილი და ყურძენი (5,8%), რძე, ყველი და კვერცხი (4,7%), პური და პურპროდუქტები (1,4%),ასევე თევზეული (1,4 %);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (12,5%).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 1,0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ
ქვეჯგუფებზე: თევზეული (12,3%), პური და პურპროდუქტები (10,0%),
ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5,1%),
ასევე რძე, ყველი და კვერცხი (2,1%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი
და ყურძენი (-20,5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-5,0%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 10,1 პროცენტით, რაც 0,66
პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია
თამბაქოს ნაწარმზე (20,0 პროცენტი)

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3,4 პროცენტით, რაც 0,28 პროცენტული
პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო
პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,5%), ამბულატორიული სამედიცინო
მომსახურება (4,4%) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1%);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,7 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო
საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,3%).

კომენტარები