ციანიდის საქმე

დეკანოზ მამალაძის ახლობლები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ, მათ კარვები გაშალეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. ისინი საპატრიარქოსთან კარვებს შლიან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაკავებულ დეკანოზს ზიარების უფლება მიეცეს. 

"ორ წელზე მეტია, რაც ჩემი ძმა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ის არის სასულიერო პირი და ვითხოვთ მის ზიარებას, ასევე მის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან. ჩემი ძმის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება ჩემი ძმა საპატრიარქოს ზოგიერთი დაჯგუფებების მიერ არის უკანონო პატიმრობაში“, – ამბობს დეკანოზის მამა თორნიკე მამალაძე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

კომენტარები