17 წლის გოგო, სახელად ანელი ფონ ოვერბიკი ცნობილი იმით გახდა, რომ გასული საუკუნის ლეგენდარული და საკულტო ქალი მსახიობების ან მათი პერსონაჟების როლებს იდეალურად ირგებდა. ანელი სხვადასხვა იმიჯს ირგებს და შემდეგ ფოტოებს იღებს. მისი მთავარი პროექტი, რა თქმა უნდა, ოდრი ჰეპბერნის იმიჯის მორგებაა.
ყველაფერი კი, 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც ანელი ფონ ოვერბიკმა პიქსის სტილის ვარცხნილობა მოირგო, რითიც ძალიან დაემსგავსა ჰეპბერნს. მისი თქმით, ის ოდრი ჰეპბერნის შთაბეჭდილების ქვეშ იყო და ცდილობდა, რომ ისე ჩაეცვა, როგორც მსახიობს ეცვა. ასე მოირგო მან ჯოს როლი "სასაცილო სახიდან" და ანას როლი "რომაული არდადეგებიდან". შემდეგ კი, მიხვდა, რომ ძალიან კარგად გამოსდის სხვადასხვა იმიჯის მორგება.
ოვერბიკი ამბობს, რომ სხვადასხვა იმიჯის შესაქმნელად ის ვინტაჟურ სამოსსა და აქსესუარებს იყენებს, რომელთა დიდი ნაწილიც ბებიისგან ხვდა წილად, ხოლო ნაწილს კი ჩვეულებრივ ტანსაცმლის მაღაზიებში ყიდულობს. მისი თქმით, ის არ იყენებს ფოტოშოპს და უფრო მეტიც, ფოტოებს არა პროფესიონალური ფოტო კამერით, არამედ iPhone 6-ით იღებს.
გასული საუკუნე