განათლების მინისტრი პარლამენტში

განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. 

მინისტრი როგორც სესიას, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომას დაესწრება.

როგორც თავად ამბობენ, უმრავლესობის წევრებს ბატიაშვილთან შეკითხვები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ, 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრთან ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრებენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი სესიაზე საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ გაიმართება საკომიტეტო მოსმენა, სადაც ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე ისაუბრებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტში ბატიაშვილი ევროპულმა საქართველომ დაიბარა.

კომენტარები