ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში ლიდერობს

adsadvance.co.uk

მგზავრთნაკადის ზრდით ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ლიდერობს. 

ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისის აეროპორტი 52.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. ასევე წერია, რომ აეროპორტის მონაცემები ევროკავშირის გარეთ მდებარე აეროპორტების საშუალო ზრდაზე მაღალია. 

ასევე, ქუთაისი 2018 წლის დეკემბრის რეიტინგშიც ლიდერია. წინა წლის დეკემბერთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობამ 127%-ით იმატა. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში ბათუმის აეროპორტიც მოხვდა. წინა წელთან შედარებით მგზავრების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა.


ფოტო: adsadvance.co.uk
 

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, მისმა წლიურმა ზრდამ 20.4 % შეადგინა. 

კომენტარები