განათლება

ბატიაშვილი: 50 000-მდე ბავშვს სკოლა არ აქვს დამთავრებული, დავტოვეთ ყოველგვარი განათლების გარეშე

0 კომენტარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, უწყებამ დათვალა და აღმოჩნდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 50 ათასამდე ბავშვს სკოლა არ აქვს დამთავრებული.

მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას საატესტატო გამოცდების გაუქმების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ სკოლის ბოლო 2-3 წელი ორიენტირებული CAT-ის გამოცდებზე.

"ჩვენ რომ დავთვალეთ, რაოდენობრივად მივიღეთ ამ წლების განმავლობაში დაახლოებით 50 ათასამდე ბავშვი, რომელსაც არ აქვს სკოლა დამთავრებული. ეს მართლაც პრობლემაა ჩვენთვის. როგორ მივხედოთ ამ 50 ათას ბავშვს, რომელიც მართლა პრობლემაა. ეს არის უზარმაზარი რიცხვი, რომელიც ფაქტობრივად დავტოვეთ ყოველგვარი განათლების გარეშე. უნდა დავაბრუნოთ ეს ბავშვები სხვადასხვა ფორმით, ახლა ვმუშაობთ, რომ შევქმნათ საკონსულტაციო სივრცეები და გავაჩინოთ რამდენიმე ალტერნატივა", - თქვა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ორი ალტერნატივაა - ერთო პროფესიული სასწავლებლები, სადაც სწავლა ისედაც ფინანსდება სახელმწიფო მზადაა ასე გააგრძელოს, ხოლო მეორე გადამზადების კომპონენტი, რომელიც, მინისტრის თქმით, 1 მარტიდან დაიწყება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები