უკრაინა-საქართველო

პირველი მარტიდან უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი

0 კომენტარი

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა პირველი მარტიდან პირადობის დამადასტურებელი ID ბარათების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ შეთანხმებას ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა, მამუკა ბახტაძემ და ვლადიმირ გროისმანმა, კიშინოვში მოაწერეს ხელი. 

"2019 წლის პირველი მარტიდან უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ განახლებული შეთანხმება ძალაში შედის. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად ID ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულებაც ამოქმედდება,"- წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

არსებული შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და უკრაინას შორის უვიზო მიმოსვლაა, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში 90 დღით არის შესაძლებელი ქვეყანაში გაჩერება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები