კრიმინალი

რუსთავში 13 წლის ბიჭი მოკლეს, დაკავებულია ბიძა

პირველი არხი

რუსთავში 13 წლის ბიჭი მოკლეს. დაკავებულია ბიძა, შსს მას "სავარაუდო დამნაშავეს" უწოდებს.

უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევა დღეს მოხდა და ბავშვი სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო გუშინ, 9 თებერვალს არ მიიღეს. შსს-ში ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები