ქართული კინო

"ნამეს" ოპერატორი ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა

ფილმ "ნამეს" ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

მან წლის აღმოჩენის კატეგორიაში გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოება ავრცელებს. 

"თავი სიზმარში მგონია. ეს ბევრს ნიშნავს არამხოლოდ ჩემთვის. ეს არის მაგალითი ბევრი კინემატოგრაფისთვის, რათა მათ ნახონ რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი საქმეიანობა უნდა გავაგრძელოთ"- აღნიშნა შველიძემ უცხოურ მედიასთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ნომინანტებს შორის ისეთი ფილმები და სერიალები იყვენენ, როგორებიცაა Yellowstone, The Handmaid’s Tale, Roma, A Star Is Born 

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ის არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.

კომენტარები