ცივი იარაღით დაჭრა

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადის მერ შემოყვანილ 43 წლის ქალბატონს აღენიშნებოდა ზურგის არეში მესამე ნეკნის საპროექციო არეში დანით მიყენებული ჭრილობა, პაციენტის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- უთხრა ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მისმა ყოფილმა ქმარმა დაჭრა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის საქმეზე შსს-ს არავინ დაუკავებია. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები