კრიმინალი

ხარაგაულში სახლების გაქურდვისთვის ორი პირი დააკავეს

REUTERS

სამართალდამცველებმა ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1993 წელს დაბადებული გ. ლ. და 1985 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა, 1979 წელს დაბადებულ ი. ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 5 და 29 იანვარს, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში მცხოვრები 5 მოქალაქის კუთვნილი სახლები გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალდება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები