კანადა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მე-15 ფეხი გამოირიყა

VOX

ნაიკის ფეხსაცმლიანი ფეხის გამორიყვა 2007 წლის მერე მეთხუთმეტე შემთხვევაა. სანაპიროზე მხოლოდ ფეხს პოულობენ, თუმცა ოფიციალური პირების თქმით შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

ისინი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ინციდენტები ხდება და სუიციდის შემთხვევებიც ფიქსირდება, ხოლო მხოლოდ ფეხის გამორიყვა სხეულის ხრწნის სპეციფიკას უკავშირდება. მათი თქმით, ფეხს გახრწნისაგან და თევზებისაგან ფეხსაცმელი იცავს.

წარსულში გამორიყული სხეულის ნაწილები დნმ-ის ტესტით უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებს დაუკავშირეს. ვის ეკუთვნის ბოლოს გამორიყული ფეხი უცნობია. პოლიციამ ფეხსაცმლის ფოტო გამოაქვეყნა, რათა იდენტიფიკაცია მოხერხდეს.

ძვლის სტრუქტურით მიაჩნიათ, რომ ფეხი 50 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის.

კომენტარები