ქორწილი

ქორწილი, რომელშიც პატარძლის თხოვნით სტუმრებს თავიანთი საქორწილო კაბები ეცვათ

0 კომენტარი
ფოტო: Bussinesinsider.com

ამერიკაში, პატარძალმა სტუმრებს თხოვა, რომ თავიანთი საქორწილო კაბები კვლავ ჩაეცვათ და ქორწილში ისე მისულიყვნენ.

ამერიკელმა მსახიობმა, ოდრი მურმა და მისმა ქმარმა ჯესი ლუმენმა 2018 წლის მიწურულს გადაწყვიტეს რომ ექორწინათ.

ოდრი მურმა გადაწყვიტა, რომ დაენგრია ტრადიცია, რომლის მოხედვითაც ქორწილში საქორწილო კაბა მხოლოდ პატარძალს აცვია და ამიტომ, სტუმრებს მათი საქორწილო კაბების კვლავ ჩაცმა მოთხოვა.

"მე მათ ქორწილებში ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს, რა ლამაზად გამოიყურებიან საქორწილო კაბებში. ამიტომ, მსურდა რომ მათ კვლავ ჰქონოდათ შანში ჩაეცვათ ეს კაბები. ეს პრინცესების ჯგუფის ყურებას გავდა", - თქვა ოდრი მურმა.

მათ ვისაც თავიანთი საქორწილო კაბები არ ჰქონდათ, მეგობრებს ან ოჯახის წევრებს თხოვეს და მათი კაბებით წავიდნენ ქორწილში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები