შსს

შსს-მ რუსთავში ქურდობის მცდელობის დროს საქართველოს 1 და რუსეთის 2 მოქალაქე დააკავა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ბ. ჩ. და რუსეთის ორი მოქალაქე 1995 წელს დაბადებული რ.ა. და 1967 წელს დაბადებული რ. კ. დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 11 თებერვალს რუსთავში მდებარები ერთერთი ბინის კარი ე.წ "ატმიჩკების" საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ. სამართალდამცავებმა რ.ა. ბინიდან გამოსვლისა და მიმალვის მცდელობის დროს, დანარჩენი ორი კი, იმავე ბინაში, ადგილზევე დააკავეს. 

შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკის დროს ნივთმტკიცების სახით ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, $4 000 და ე.წ "ატმიჩკები" ამოიღო. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 4-დან 7 წლამდე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები