სადგურის მოედანზე ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართი და ხანძარი შენობაში არ გავრცელებულა.
უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ჯამში დაახლოებით 200-250 კვ.მ. ფართობი დაიწვა.
სადგურის მოედანზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი, სავარაუდოდ, დღეს დილით გაჩნდა.